ოპოზიციისგან გაყალბებული ეკონომიკური რეალობა
მზადება ზაფხულის სეზონისთვის და მოლოდინი ტურიზმის სექტორში - ოფიციალური მონაცემებით, ამ მომენტისთვის ქვეყანაში, ტურიზმის კუთხით, კოვიდპანდემიამდელი მდგომარეობა სრულად აღადგენილია. მეტიც, მონაცემები 40% გაუმჯობესდა. შემოსავალმა კი, მხოლოდ პირველ კვარტალში 800-ს მილიონ დოლარს გადააჭარბა. დადებითი დინამიკაა საჰაერო მიმოსვლის კუთხითაც. გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების სპეკულაციას, ტურისტული სეზონის ჩავარდნის შესახებ ეს ციფრები აბათილებს.
