პრემიერ-მინისტრის მიმართვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზება ახალგაზრდებს. მთავრობის მეთაური გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიისთვის მზად არის ახალგაზრდების ჯგუფთან და მათ მიერ ავტორიტეტულად მიჩნეულ 2-3 ექსპერტთან ერთად. ირაკლი კობახიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო დროს აქციებზე ძალადობის შემცირება აქციებში მონაწილე აპოლიტიკური ახალგაზრდების დამსახურებაა, „ჩამცხრალი ემოციების ფონზე კი არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია“. პრემიერი კონსტრუქციულობას ელის, თუმცა აქციის ორგანიზატორმა ერთ-ერთმა ორგანიზაციამ დისკუსიაზე უარი უკვე თქვა და პრემიერის გზავნილს სატყუარა უწოდა.
