ქართული დელეგაციის შეხვედრები კანის კინოფესტივალზე
კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მიმდინარეობისას ქართული დელეგაციის წევრებმა კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნაიას ხელმძღვანელობით, კინოს სფეროს არაერთ წარმომადგენელთან გამართეს შეხვედრა. ქართულმა მხარემ კანის კინოფესტივალის სელექტორთან მომავალი წლისათვის ფესტივალზე მეტი ქართული პროექტის წარდგენის შესაძლებლობები განიხილა. შეხვედრები გაიმართა ინგლისის, თესალონიკის, საფრანგეთის კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან, მედიაკონსულტანტებთან, ასევე ცალკეული სტუდიებისა და ფესტივალების პროდიუსერებთან. საუბარი ქართული კინოს განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას შეეხო. კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 25 მაისამდე გაგრძელდება.
