ოჯახის სიწმინდის დღე
დღეს ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეა. ეს დღე მთელ ქვეყანაში, ყველა რეგიონში მასშტაბური სახალხო მსვლელობით აღინიშნა. დღევანდელმა დღემ ოჯახის სიწმინდესა და მშობლების პატივისცემასთან ერთად, სხვა დატვირთვაც შეიძინა. მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ დღეს გამოსულები არიან მამულის, ენისა და სარწმუნოებისთვის, ეროვნული იდენტობის, ტრადიციების და ღირებულებების, სარწმუნოების და ღირსების დასაცავად. მსვლელობა, რომელშიც ასიათასობით მოქალაქე მონაწილეობდა, სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა. მრევლს კიდევ ერთხელ მიმართა მეუფე შიომ. მოვუსმინეთ პრემიერ-მინისტრს. ირაკლი კობახიძემ მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა და პირობა მისცა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ფასეულობების, სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების დასაცავად.