ურთიერთგაგების მემორანდუმი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საქართველოს გავლით შუა დერეფნის განვითარების მემორანდუმი გააფორმეს. ურთიერთგაგების მემორანდუმი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის- შუა დერეფნის განვითარებას მოიცავს, რათა, სამხრეთ კავკასიის გავლით, აზიასა და ევროპას შორის კავშირი კიდევ უფრო გაიზარდოს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განმარტებით, პარტნიორობა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვაჭრობის, მწვანე ენერგეტიკისა და ახალ ინდუსტრიებში ინვესტიციების გაზრდაზე იქნება ფოკუსირებული. ასევე აღნიშნულია, რომ შუა დერეფნის გაძლიერება რეგიონში ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის და ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტს უზრუნველყოფს. მემორანდუმის მიზანია რეგიონში კრიტიკული ენერგეტიკული ტრანსპორტის გაძლიერება, ასევე ციფრული და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, საბაჟო, სატარიფო და სასაზღვრო ოპერაციების ეფექტიანობის გაუმჯობესებაა.