ტურიზმის სეზონის მოლოდინები
როგორ ემზადება ტურიზმის სექტორი ზაფხულის სეზონისთვის და როგორია მოლოდინი - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დღეს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში არაერთი საერთაშორისო დელეგატი, მათ შორის, ჟურნალისტები ჩამოვლენ. მისივე განმარტებით, დადებითი დინამიკაა საჰაერო რეისების კუთხითაც. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციებსაც გამოეხმაურა- ტურისტული სეზონის შესაძლო ჩავარდნასთან დაკავშირებით. მარიამ ქვრივიშვილი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისგან, რადგან ტურიზმის სექტორი და ქვეყნის ეკონომიკა ზარალდება.
