შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება სხვადასხვა მედიასაშუალებით გასულ სიუჟეტს, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის მიმართ ძალადობის შესახებ, სადაც დერილ შოლცი ამბობს, რომ აქციაზე ყოფნის დროს, მას სახისა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. უწყება განმარტავს, რომ სატელევიზიო ეთერებში ნახსენები პიროვნებების სახელით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112- ში შეტყობინება დახმარების გაწევის მიზნით არ შესულა. დერილ შოლცი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ დაუკავებიათ და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში არ ყოფილა გადაყვანილი. გადაუდებელი დახმარების ცენტრში დერილ შოლცისგან სამედიცინო დახმარების შესახებ მოთხოვნა ბოლო პერიოდში არ შესულა. გარდა ამისა, აქციების არც ერთი ადგილიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ხსენებული პირი სამედიცინო დაწესებულებებში არ გადაუყვანია და არც რთ სამედიცინო დაწესებულებაში ის მკურნალობის ჩატარების მიზნით, მოთავსებული არ ყოფილა. უწყების განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ინფორმაციის მიღების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რადგან მათთვისაც უცნობი იყო მსგავსი სახის ინციდენტის შესახებ.
