ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდა რუსთავიც
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდა რუსთავიც. მოქალაქეები ლოცვითა და გალობით რუსთავში, გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. მოგვიანებით კი ლოცვით და გალობით გმირთა მოედნიდან იუსტიციის სახლისკენ გაემართნენ.
