სლოვაკეთში პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს
სლოვაკეთში პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. დაცვა გაძლიერდა ქვეყნის პარლამენტზე, მედიის ოფისებსა და სკოლებზე. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებამ ონლაინ საფრთხის მოძიების განკარგულება გასცა. უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გადაწყვეტილება ქვეყანაში პრემიერ-მინისტრ ფიცოზე თავდასხმის შემდეგ მიიღეს. მთავრობის მეთაურზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ბრალი უკვე წაუყენეს. დაკავებულია მისი მეუღლეც. პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ აფასებენ.
