ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელთან საუბრის დეტალებზე ისაუბრა
მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან საუბრის დეტალებზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, მისი მხრიდან რამდენჯერმე იყო დადასტურებული მზადყოფნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვაზე. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ღიაა, მიიღოს სამართლებრივი შენიშვნები ევროპელი პარტნიორებისგან.
