გლდანის ტბა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, გლდანის დიდი ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, კვლევა ჩაატარა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შედეგად დადგინდა, რომ პრობლემები გამოწვეულია ატმოსფერული ნალექების შემცირებით და ჰაერის ტემპერატურის მატებით. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ამ ეკოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტულ ღონისძიებებს გაატარებს, რაც გულისხმობს ტბის მოცულობის გაზრდასა და სანიაღვრე კოლექტორის ბუნებრივი წყლებით შევსებას
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
