ღარიბაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საფრანგეთის ელჩს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ მადლიერება გამოხატა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში საფრანგეთის ძლიერი მხარდაჭერის გამო. შეხვედრაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრეს. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას
