ბრძოლა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მათ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ ოჯახურ ღირებულებათა, არასრულწლოვანთა ინტერესების და მომავალი თაობის არაჯანსაღი პროპაგანდისგან დაცვა მნიშვნელოვანია. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები საპარლამენტო უმრავლესობამ ერთი თვის წინ წარადგინა. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 10 შეხვედრა გამართა და 5 ათასამდე ადამიანს შეხვდა
