დაკავებული აქციის ორი მონაწილე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 14 მაისს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს. დანაშაული ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით
