ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილის განცხადება
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი როსტომ ცხვედიანს პასუხობს. როგორც წერილში ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი აღნიშნავს, მისთვის ძალიან ღირებულია როგორც როსტომ ცხვედიანის და მისი თაობის, ასევე თითოეული მოქალაქის აზრი. მისივე განცხადებით, დღეს, ამ კანონის არასწორმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია საზოგადოების გახლეჩა, ხოლო ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ დიალოგის ფორმატში უნდა წყდებოდეს
