პრემიერი თურქეთში
„ორი მეგობარი, ორი სტრატეგიული პარტნიორი" - თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად საერთო ინტერესების შესახებ ისაუბრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ირაკლი კობახიძეს შორის პირისპირ შეხვედრა შედგა და ცოტა ხნის წინ, ერთობლივი განცხადებაც მოვისმინეთ. მანამდე კი ენერგეტიკის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს მთავრობის მეთაური თურქეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად იმყოფებოდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში შედგა
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
