კანონი გამჭვირვალობის შესახებ
გამჭვირვალობის შესახებ კანონის მთავარ მიზანს მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ განმარტავს. ეროვნული უსაფრთხოება რომ გამოწვევის წინაშეა ამაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ„ბიბისი“-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მიზნით ფინანსდებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღება სურთ. კანონის საჭიროებაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ არსებობენ კონკრეტული პოლიტიკოსები და ენჯეოები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ
