ევროპელი დიპლომატები ოპოზიციის აქციაზე
ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე სიტყვით გამოსვლას გმობენ სახელისუფლებო გუნდში. მმართველი პარტიისთვის მათი გზავნილები ადასტურებს, რომ გარკვეულ ჯგუფებს ქვეყანაში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარება სურთ. ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აქციაზე სიტყვით ღამით გამოვიდა მათ საერთო გზავნილი ჰქონდათ - დიპლომატები მხარს უჭერენ ქვეყნის ევროპულ მომავალს და იზიარებენ აქციაზე მყოფი მოქალაქეების განწყობას და შეფასებას, რომ გამჭვირვალობის შესახებ მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტი საფრთხის შემცველია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ანტისამთავრობო აქციაზე უცხო ქვეყნის მინისტრების გამოსვლა ქართველი ხალხის მიმართ უპატივცემულობაა. ასეთი დამოკიდებულება კი შალვა პაპუაშვილის თქმით არასწორი და სამწუხაროა. შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაშიც
