პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთში
ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. ირაკლი კობახიძემ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო. საქართველოს მთავრობის მეთაური ათათურქის მავზოლეუმში დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას და ათათურქის მუზეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა
