საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ამ წუთებში თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში იმართება. ირაკლი კობახიძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მასპინძლობს. შედგება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. პრემიერის ვიზიტს თურქული მედია ეხმაურება. როგორც გამოცემა „ჰაბერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური ცერემონიით დახვდება. „პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ერდოღანი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად სადილი გაიმართება“ – აღნიშნულია „ჰაბერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
