საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატში ორივე ფინალისტი ცნობილია
საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატში ორივე ფინალისტი ცნობილია. “კავკასიის უნივერსიტეტის” გუნდმა ნახევარფინალის მეოთხე შეხვედრაში 82-74 დაამარცხა გურჯაანის დელტა და სერიაში 3-1 გაიმარჯვა. 16 ქულით საუკეთესო ჯასტინ ფორესტი იყო. გადამწყვეტ შეხვედრაში “კავკასიის” მეტოქე “ქუთაისი” იქნება, რომელმაც სერიაში ასევე 3-1 მოიგო და გადამწყვეტ თამაშში “გაუს” 100-79 აჯობა.
