საერთაშორისო კონფერენცია
საქართველოს ანგიოლოგების და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. მისი მიზანია ანგიოლოგია-სისხლძარღვთა ქირურგიაში სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესების განვითარება. პროექტის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 35 მომხსენებელი ეწვია. კონფერენცია 3 დღე გაგრძელდება.
