რასმუსენი უკრაინის ომზე
ანდრეს ფოგ რასმუსენი ალიანს ურჩევს, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსული რაკეტები და დრონები აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებული ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საშუალებით გაანადგურონ. ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ბრიტანულ მედიას განუცხადა, რომ ნატოს წევრ პოლონეთსა და რუმინეთს, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ავიაბომბების ჩამოგდება შეუძლიათ. ალიანსის წევრი სახელმწიფოები მიიჩნევენ , რომ ოკუპანტის თავდასხმების მოსაგერიებლად, უკრაინაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა უნდა გააძლიერონ.
