თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ლევან დავითაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, უნგრეთის, რუმინეთის და ბულგარეთის მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლებმა. მინისტერიალზე მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების შემდგომი ეტაპები.
