სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა
სლოვაკეთის პრემიერ მინისტრის , რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მძიმე. ის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. ქვეყნის მთავრობა საგანგებო სხდომაზე პრემიერ მინისტრზე თავდასხმას და სამომავლო სამოქმედო გეგმას განიხილავს. ასევე ბრატისლავაში, უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა დაინიშნა. სლოვაკეთის მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ კონტრდაზვერვის პოლიციამ რობერტ ფიცოს დაცვის სამი თანამშრომელი დააკავა.
