ახალგაზრდების მსვლელობა გმირთა მოედანზე დასრულებულია
ახალგაზრდების მსვლელობა გმირთა მოედანზე დასრულებულია . სტუდენტებმა გამჭვირვალობის კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება დღეს დილით კიდევ ერთხელ გააპროტესტეს . მათ გზის გადაკეტვა სურდათ , თუმცა რაოდენობიდან გამომდინარე პოლიციის მოთხოვნას დაემორჩილნენ და მსვლელობა საფეხმავლო გზაზე განაგრძეს. აქციის მონაწილეები ტექნიკურ უნივერსიტეტთანაც მივიდნენ და ის განცხადება გააპროტესტეს, რომელსაც ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორთან ერთად ხელს აწერს კიდევ 37 უმაღლესი სასწავლების ხელმძღვანელი. აქციაზე მყოფ სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე შეხვდა , რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რექტორის განცხადებით ტექნიკურ უნივერსიტეტში 24 ათასი სტუდენტი სწავლის და მათი უმრავლესობა პროტესტს არ უერთდება.
