ეკატერინე ხვედელიძის განცხადება
ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და როსტომ ცხვედიანის სატელევიზიო მიმართვას ეხმაურება. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „სამწუხაროდ, ვერც მე და ვერც ჩემმა დამ ვერ შევძელით, ჩვენი ბავშვობის მოგონებებში აღგვედგინა თქვენთან ურთიერთობის სცენები“ . ამასთან ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კანონის არასწორმა ინტერპრეტაციამ საზოგადოების გახლეჩა გამოიწვია, მისივე სიტყვებით, ნებისმიერი კონფლიქტი , მხოლოდ დიალოგის ფორმატში უნდა წყდებოდეს. შეგახსენებთ, ლექტორმა როსტომ ცხვედიანმა ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილს, ერთ- ერთი სატელევიზიო ეთერიდან მიმართა .
