ოჯახის სიწმინდის დღეს მსვლელობა გაიმართება
ხვალ 17 მაისს, 13:00-ზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინება. რისი დასრულების შემდეგაც დაიწყება მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა გაიმართება მცხეთაშიც. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აქვეყნებს.
