რობერტ ფიცოზე თავდასხმას ევროპელი ლიდერებიც ეხმაურებიან
რობერტ ფიცოზე თავდასხმას ევროპელი ლიდერებიც ეხმაურებიან. საგანგებო განცხადებები გამოაქვეყნეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ბრიტანეთის პრემიერმა რიში სუნაკმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და სხვებმა. ისინი სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმას გმობენ და აცხადებენ, რომ მსგავსი თავდასხმებისა და ძალადობის ადგილი ევროპაში არ არის.