სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებულ თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს შეერთებული შტატების პრეზიდენტი
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებულ თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. „ჯილი და მე ვლოცულობთ პრემიერის სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის. ჩვენი ფიქრები მასთან და სლოვაკ ხალხთანაა. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ამ საშინელ აქტს. ამერიკის საელჩო მჭიდრო კავშირშია სლოვაკეთის მთავრობასთან და მზად არის დახმარებისთვის“, – ნათქვამია ჯოზეფ ბაიდენის განცხადებაში.
