დაკავებული აღიარებს, რომ რობერტ ფიცოს თავს პოლიტიკური მოტივით დაესხა
დაკავებული აღიარებს, რომ რობერტ ფიცოს თავს პოლიტიკური მოტივით დაესხა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ცეცხლი გუშინ, ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდ ლოვაში გაუხსნეს. თავდამსხმელი 71 წლის მწერალი, ერთ-ერთი ლიბერალური პარტიის აქტივისტი იურაი ცინტულაა. სამართალდამცველებმა ის ადგილზე დააკავეს. მოგვიანებით, სლოვაკურმა მედიამ, დაკავებულთან გასაუბრების ამსახველი კადრები გაავრცელა.