პატიმრის გაქცევა საფრანგეთში
საფრანგეთში პატიმრის გაქცევის დროს ციხის დაცვის 2 თანამშრომელი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაიჭრა. თავდასხმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ნორმანდიის რეგიონში მოხდა. პატიმარი მუჰამედ ამრა სასამართლოს შენობიდან ავტომობილით ციხეში გადაჰყავდათ, როდესაც უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის დროს პატიმარმა და თავდამსხმელებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, განცხადებით, დამნაშავეების დასაკავებლად ნორმანდიაში ხუთასამდე პოლიციის ოფიცერია მობილიზებული.
