ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადება
ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, გულუბრყვილობა იქნებოდა იმის თქმა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუს დროს პეტრ პაველმა განმარტა, რომ რუსეთი ტერიტორიებს მარტივად არ დათმობს. მან ასევე განაცხადა, რომ ნატოს ჯარისკაცების უკრაინელი სამხედროების გვერდით ბრძოლა არ შეუძლიათ, ვინაიდან უკრაინა ნატოს წევრი არ არის. პრეზიდენტის განმარტებით, მოვლენების ამგვარი განვითარება ნატოს და რუსეთს შორის პირდაპირ კონფლიქტად ჩაითვლებოდა.
