აშშ ისრაელისთვის იარაღის გაგზავნას გეგმავს
ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელისთვის ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ თეთრმა სახლმა კონგრესს აცნობა. სააგენტო "როიტერის" ცნობით, დახმარების ახალი პაკეტით ისრაელი სატანკო ჭურვებს, ნაღმმტყორცნებს და ტაქტიკურ ჯავშანმანქანებს მიიღებს.
