ეუთო-ს თავმჯდომარე საქართველოში
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოშია. მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ეუთოში მიმდინარე პროცესებსა და ორგანიზაციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა მალტას, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანას, ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთოს თანათავმჯდომარეების ჩართვის მნიშვნელობას. იმსჯელეს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების საჭიროებაზე.
