ჯეიმს ობრაიენის გზავნილები - შეფასებები
ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გზავნილებს არ ეთანხმება რადიკალური ოპოზიცია. მათი მოლოდინი არ გამართლდა, ჯეიმს ობრაიენს გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევის შესახებ არაფერი უთქვამს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა ქართული ოცნების ხელისუფლებამ დააფიქსირა. მისივე თქმით, თუკი გამჭვირვალობის კანონი ისე შეიცვლება, რომ დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც არის მოთხოვნილი, ეს გააძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას და ურთიერთობას.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
