შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა
ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები ვარდებით ხელში რუსთაველის გამზირზე. ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ფინეთის დეპუტატებმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და "ქართული ოცნების" ამომრჩეველს ქართული კოშმარი უწოდეს. მმართველი გუნდის განცხადებით, მათი ქმედება პირდაპირ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, აქციაზე უცხოური გავლენის ცუდი მხარე გამოჩნდა.
