გერმანელი დეპუტატის თავდასხმა ეკლესიაზე
საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა, რითაც ამაყობს. ამაყობს თავისი ტრადიციებითაც, მმართველი გუნდი გმობს გერმანელი დეპუტატის თავდასხმას ეკლესიაზე. „როგორ უნდა შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოში ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიით? რომელიც ყველაზე დაახლოებული ორგანოა მმართველი პარტიის. კარგი, სცადეთ. ტვინების გადინება სრული განადგურება იქნება თქვენი ქვეყნისთვის.“ეს მიხაილ როთის განცხადებაა. "ქრონიკამ" ოფიციალური წერილით მიმართა გერმანიის საელჩოს, გმობს თუ არა გერმანელი დეპუტატის განცხადებას.
