ბლინკენის განცხადება
ენტონი ბლინკენი კიევში ვიზიტისას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იმყოფებოდა. სტუდენტებთან შეხვედრისას ამერიკის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ უკრაინას არა მხოლოდ რუსეთის დამარცხება, არამედ ქვეყნის შიგნით კორუფციის დაძლევაც სჭირდება. „ბრძოლის ველზე გამარჯვება უკრაინას საშუალებას მისცემს, არ გახდეს რუსეთის ნაწილი. კორუფციის წინააღმდეგ ომში გამარჯვება კი უკრაინას საშუალებას მისცემს, არ დაემსგავსოს რუსეთს“ - აღნიშნა ბლინკენმა.
