გერმანელი დეპუტატის თავდასხმა ეკლესიაზე და საპარლამენტო უმრავლესობის პასუხი
გერმანელი დეპუტატის თავდასხმა ეკლესიაზე. „როგორ უნდა შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოში ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიით? რომელიც ყველაზე დაახლოებული ორგანოა მმართველი პარტიის. კარგი, სცადეთ. ტვინების გადინება სრული განადგურება იქნება თქვენი ქვეყნისთვის.“ განაცხადა მიხაილ როთმა. განცხადებაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები.
