ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა
დედაქალაქის მერი სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩაზე მიმდინარე ავარიული სახლის ჩანაცვლების პროექტს გაეცნო. აქ ოთხ სართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად, 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და მიწისქვეშა ავტოსადგომი აშენდება. ძირითადი კონსტრუქციული სამუშაოები დასრულებულია.
