წყალდიდობა ავღანეთში
წყალდიდობას 315 ადამიანი ემსხვერპლა ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, დაშავებულია 1600-ზე მეტი. ათობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიას ცენტრალური აზიის ქვეყნის სამ პროვინციაში ებრძვიან. წყალდიდობამ ყველაზე მეტად ბაღლანის პროვინცია დააზარალა.