ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა. 125 ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიის გამო, რიუ გრანდი დუ სულის შტატში 538 ათასი ადამიანი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა. წყალდიდობამ ათობით სოფელი და ქალაქი დატბორა, დაზიანებულია რამდენიმე ქალაქის წყალმომარაგების სისტემაც.
