ისრაელის პრემიერის განცხადება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჰამასის წინააღმდეგ ომში მისი ქვეყანა თვითგადარჩენისა და თავისუფლებისთვის იბრძვის. ომებსა და კონფლიქტებში დაღუპული ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად იერუსალიმში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ სასწორზე დევს ქვეყნის კეთილდღეობა და უსაფრთხოება და ჰამასი აუცილებლად აგებს პასუხს ისრაელის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე.
