ოკუპანტის იერიში
ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ოკუპანტების იერიშებს იგერიებენ და წინსვლის საშუალებას არ აძლევენ. ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ამბობს, რომ რუსეთი ფრონტის ხაზის გაფართოებას ცდილობს, ვითარება რთულია, თუმცა კონტროლირებადი. მისი თქმით, სამხედრო სარდლობამ ამ მიმართულებით ჯარისკაცების დამატებითი დანაყოფები მიავლინა.
