საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტი საქართველოში
საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები იმყოფებიან, მათ შორის გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები. მათ უკვე შეხვდა ოპოზიცია. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ კანონით ვერ ხედავს წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნის ვერანაირ შანსს. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ დასავლეთის მხრიდან არაარგუმენტირებულ განცხადებებს ისმენენ.
