კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ
გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით პარლამენტი კენჭს ხვალ უყრის. იურიდიულმა კომიტეტმა პროექტს მხარი უკვე დაუჭირა. სხდომამ ოპოზიციის გარეშე ჩაიარა. მათ კომიტეტზე შესვლა დააგვიანეს. მესამე მოსმენა სარედაქციო ხასიათისაა, აქედან გამომდინარე, განხილვა რამდენიმე წუთს გრძელდება, თუმცა, ამის მიუხედავად, მათი მხრიდან სადავო გახდა სხდომის ხანგრძლივობა. პროცესს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი. „ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს - კომიტეტს ვერ მიუსწრეს. ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი. რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი“ - წერს მამუკა მდინარაძე. მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ ისაუბრა გამჭვირვალობის შესახებ
