დაპირისპირება აქციაზე
პარლამენტთან აქციის მონაწილეთა გეგმები ჩაიშალა. მცდელობების მიუხედავად, მათ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ვერ შეაფერხეს. აქციის მონაწილეებმა ღამე იმ მიზნით გაათენეს, რომ დეპუტატები არ შეეშვათ პარლამენტში, მობილიზებულები იყვნენ შესასვლელებთან, დაახლოებით გამთენიის ექვს საათზე კი პოლიციამ დაიწყო გაფრთხილება, მისცა კონკრეტული დროც, თუმცა არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველებს, მალევე მათ მოუწიათ ტერიტორიის ნაწილობრივ დატოვება. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე სამართალდამცველების წინააღმდეგ მომიტინგეებმა სხვადასსხვა საგანი გამოიყენეს. იყო დაპირისპირება. ცალკეულ შემთხვევებში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თავად აქციის მონაწილეებიც. ადამიანი კი, რომელმაც გაზი შეასხა რამდენიმე პოლიციელს, მოლდოვის მოქალაქე ადამიაა. ის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. გაზის გამოყენებამდე ჯერ სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კიდევ ერთი დეტალი, იმ დროს, როდესაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა, გიორგი ვაშაძე ე.წ სელფებს იღებდა. ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 20 ადამიანი დააკავა. მათ შორის ორი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.