კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ
გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა სრულდება. ხვალ მესამე და ბოლო მოსმენაა. იურიდიულმა კომიტეტმა კი პროექტს მხარი უკვე დაუჭირა. ოპოზიცია, რომელიც კომეტეტზე არ შევიდა და განხილვას სატელევიზიო ინტერვიუები არჩია, ნაწილმა კი საერთოდ დააგვიანა და სადავო სხდომის ხანგრძლივობა გახადა. რეალურად კი მესამე მოსმენა სარედაქციო ხასიათისაა და ტრადიციულად განხილვები რამდენიმე წუთს გრძელდება. „ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს - კომიტეტს ვერ მიუსწრეს. ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი. რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი“, დაწერა სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძემ.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
