ერდოღანმა ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმები დაგმო
თურქეთი დასავლეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად ძალისხმევას უწუნებს. სტამბოლში მუსლიმ მეცნიერებთან შეხვედრისას ერდოღანმა ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმები კიდევ ერთხელ დაგმო და აღნიშნა, რომ ჰამასმა მიიღო კატარისა და ეგვიპტის მიერ შეთავაზებული წინადადება, თუმცა ომის დასრულება ისრაელის მთავრობას არ სურს.
